Accessibility links

logo-print

”შერატონ მეტეხი პალასში” ”ქართული პარტიის” პრეზენტაცია გაიმართა


დღეს ”შერატონ მეტეხი პალასში” ახალი პოლიტიკური გაერთიანების - "ქართული პარტიის" პრეზენტაცია მოეწყო. "ქართული პარტიის” ლიდერები არიან სოზარ სუბარი, ლევან გაჩეჩილაძე, ეროსი კიწმარიშვილი და კოკა გუნცაძე. მათთან ერთად პრეზენტაციაზე მივიდნენ ახალი პოლიტიკური გაერთიანების სხვა წევრები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კულტურის სფეროს მოღვაწეები; ასევე - სტუმრის სტატუსით მიწვეული ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი პარტიის – "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ყოფილი წევრები.
XS
SM
MD
LG