Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი ბოსნიას რეფორმებისაკენ მოუწოდებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ბოსნიის ყველა ეთნიკურ ჯგუფს მოუწოდა, განახორციელონ რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად. კლინტონი ამ მოწოდებით გამოვიდა დღეს, სარაევოში, სადაც ბალკანეთში მისი ორდღიანი ტურნე დაიწყო. მის ვიზიტს წინ უსწრებდა ბოსნიაში მიმდინარე თვეშივე ჩატარებული არჩევნები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ცხადჰყო ეთნიკური ნიშნით განხეთქილების არსებობა სამოქალაქო ომის დასრულებიდან 15 წლის შემდეგაც. ბოსნიის მუსულმანურ-ხორვატულ ნაწილში რეფორმების მომხრე ზომიერმა პოლიტიკოსებმა გაიმარჯვეს, მაშინ როცა ეთნიკური სერბების რეპუბლიკა სრპსკაში ისევ ნაციონალისტები აირჩიეს.
XS
SM
MD
LG