Accessibility links

ჰილარი კლინტონი ბოსნიას რეფორმებისაკენ მოუწოდებს


ბილბორდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის გამოსახულებით, პრიშტინა, კოსოვო, 11 ოქტომბერი 2010

ბილბორდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის გამოსახულებით, პრიშტინა, კოსოვო, 11 ოქტომბერი 2010

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ბოსნიის ყველა ეთნიკურ ჯგუფს მოუწოდა, განახორციელონ რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად. კლინტონი ამ მოწოდებით გამოვიდა დღეს სარაევოში, სადაც ბალკანეთში მისი ორდღიანი ტურნე დაიწყო. მის ვიზიტს წინ უსწრებდა ბოსნიაში მიმდინარე თვეში ჩატარებული არჩევნები, რომელმაც კიდევ ერთხელ ცხადყო ეთნიკური ნიშნით განხეთქილების არსებობა სამოქალაქო ომის დასრულებიდან 15 წლის შემდეგაც. ბოსნიის მუსულმანურ-ხორვატულ ნაწილში რეფორმების მომხრე ზომიერმა პოლიტიკოსებმა გაიმარჯვეს, მაშინ როცა ეთნიკური სერბების რეპუბლიკა სრპსკაში ისევ ნაციონალისტები აირჩიეს.
XS
SM
MD
LG