Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი: ტერიტორიული უთანხმოებები საფრთხეს უქმნის სტაბილურობას აზიაში


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსის შეფასებით, ტერიტორიული და საზღვაო საზღვრებთან დაკავშირებული უთანხმოებები მზარდ საფრთხეს უქმნის სტაბილურობას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. ამ საკითხს გეიტსი შეეხო შეხვედრაზე, რომელზეც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელწიფოების ასოციაციის, ანუ „აზეანის“ და რეგიონული პარტნიორების თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ. „აზეანის“ წევრები არიან შეერთებული შტატები, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა და რუსეთი. თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფონია მორიგი დაძაბულობა ჩინეთსა და შეერთებული შტატების მოკავშირე იაპონიას შორის აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მათი ნავების შეჯახების შემდეგ. ავარია ჩინეთსა და იაპონიას შორის ტერიტორიული უთანხმოების გამომწვევ კუნძულებთან მოხდა. თავის გამოსვლაში გეიტს არ უხსენებია ჩინეთი.
XS
SM
MD
LG