Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა ნატოს ვერტმფრენში მომხდარ აფეთქებას


ავღანეთში განთავსებული მრავალეროვანი ძალების განცხადებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა სამხედრო ვერტმფრენში მომხდარი აფეთქების შედეგად. უფრო ადრე გავრცელებულ ცნობაში მეტ მსხვერპლზეა ლაპარაკი. მრავალეროვანი ძალების განცხადებით, აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. შვეულმფრენი მიწაზე იდგა და მასში 26 ადამიანი იმყოფებოდა, როცა აფეთქება მოხდა მის ბორტზე. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG