Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ახალი პარტია შეემატა


დღეიდან ქართულ პოლიტიკურ სპექტრს შეემატა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით ”ქართული პარტია,” რომელმაც ირაკლი ოქრუაშვილი, სოზარ სუბარი, ლევან გაჩეჩილძე, ეროსი კიწმარიშვილი და კოკა გუნცაძე გააერთიანა. პარტიის პრეზენტაციისას მისმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მიზნად დაისახეს რუსეთთან ურთიერთობის და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია. სოზარ სუბარის განცხადებით, პარტია იბრძოლებს კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის; კეთილდღეობა კი, მისივე თქმით, უნდა დაეფუძნოს სამ უმთავრეს პრინციპს: თვითმყოფადობას, უსაფრთხოებას და პროგრესს. სუბარის შეფასებით, ერთადერთი, რაც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აძლიერებს, საზოგადოებაში არსებული უიმედობაა. სწორედ ნიჰილიზმის დაძლევის სურვილით ახსნა ყოფილმა სახალხო დამცველმა ის ფაქტი, რომ ერთ პარტიაში გაწევრიანდნენ განსხვავებული წარსულის, ტემპერამენტისა და შეხედულებების ადამიანები. ”ქართული პარტიის” დამფუძნებელი ყრილობა 22 ნოემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG