Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში 42 ადამიანი დაიღუპა ავარიის შედეგად


უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 42 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაიჭრა სამგზავრო ავტობუსისა და მატარებლის შეჯახების შედეგად. ავარია აღმოსავლეთში მდებარე დნეპროპეტროვსკის რაიონის ქალაქ მარჰანეცთან, რკინიგზის გადასასვლელზე მოხდა. დაღუპულებს შორის არის ავტობუსის მძღოლიც. უკრაინის პრემიერმინისტრმა მიკოლა აზაროვმა მთავრობას დაავალა, რომ 12 600 ამერიკული დოლარის შესატყვისი ფინანსური დახმარება გაუწიონ ყოველი დაღუპულის ოჯახს. მანვე მოითხოვა ზომების მიღება, რკინიგზაზე უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.
XS
SM
MD
LG