Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე - რუსეთმა უნდა იცოდეს, სად მთავრდება მათი ქვეყნის საზღვარი


ყველა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა უნდა იცოდეს, სად მთავრდება მათი ქვეყნის საზღვარი, - ამის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, პარლამენტში სტუმრობისას განაცხადა. პარლამენტში მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებისთვის პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მიღება გამართა. ცოტა ხნის წინათ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ „სამწუხარო“ და „მიუღებელი“ უწოდა რუსეთის პატრიარქის კირილეს მოქმედებას. 20 სექტემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა თვითგამოცხადებული სამხრეთი ოსეთის რეგიონის ხელმძღვანელს დამოუკიდებლობის 20 წლისთავი მიულოცა. 12 ოქტომბერს, პარლამენტში მიღებაზე, ილია მეორემ განაცხადა, რომ ამაზე რუსეთის პატრიარქს პასუხიც გასცა.
XS
SM
MD
LG