Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში მოქალაქეთა ნაწილი აპროტესტებს არჩევნების შედეგებს


ყირგიზეთის დედაქალაქში ასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში ახლახან ჩატარებული საპარლმენტო არჩევნების შედეგების გამო და ხმების გადათვლა მოითხოვა. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ 10 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა ნაციონალისტური პარტიის ”ატა-ჟურტის” სასარგებლოდ, რომლის წევრებს შორის მრავლად არიან განდევნილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის ყოფილი თანაგუნდელები. კიდევ ასამდე ადამიანი შეიკრიბა ქალაქ ოშში, სადაც არჩევნებში პარტია ”ბუტუნ კირგიზსტანის” დამარცხება გააპროტესტეს.
XS
SM
MD
LG