Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩილეში მიმდინარეობს მაღაროელთა გადარჩენის ოპერაცია


ჩილეში მაღაროელთა გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს. ისინი ორ თვეზე მეტია მიწისქვეშ - 622 მეტრ სიღრმეზე იმყოფებიან. ვარაუდობენ, რომ მიწის ზედაპირზე მათ ამოყვანას ერთი დღე დასჭირდება. ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინერა იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც საგანგებო კაფსულის მეშვეობით მაღაროელები ამოჰყავთ. პინერამ განაცხადა: ”მაღაროელებმა ისევე, როგორც მიწისძვრით დაზარალებულებმა და მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრაზე მომუშავეებმა, აჩვენეს, რომ, როცა ჩილე ერთიანია - და ჩვენ ასე ვიქცევით, როცა საფრთხის წინაშე ვდგავართ - ჩვენ დიდი საქმეების კეთება შეგვიძლია. გაჭირვების დროს ჩვენი ქვეყნის სული ბრწყინავს”. მაღაროელებმა 69 დღე გაატარეს ოქროსა და სპილენძიე ცხელ, ნესტიან მაღაროში. მაღაროს ჩანგრევიდან პირველი 17 დღის მანძილზე ჩილელი მაღაროელები დაღუპული ეგონათ.
XS
SM
MD
LG