Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთთან დიალოგის მოწოდებით გამოდის


ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, უილიამ ჰეიგმა დღეს მოსკოვში ვიზიტისას აღიარა „სერიოზული უთანხმოებების" არსებობა ორმხრივ ურთიერთობაში. ისინი, ჰეიგის თქმით, თანდათან და დიალოგის მეშვეობით უნდა მოგვარდეს: „ჩვენს ქვეყნებს შორის ბოლო დროს სერიოზული უთანხმოებები არსებობს და, რასაკვირველია, ჩვენ სულ განვიხილავთ ამ საკითხებს. არც დღეს ვარიდებთ თავს მათს განხილვას, მაგრამ უნდა შეგვეძლოს იმის აღიარება, სად რჩება უთანხმოებები და მოთმინება გამოვიჩინოთ მათზე დიალოგისა და დიპლომატიის გზით მუშაობისას“. ამ შინაარსის განცხადება ჰეიგმა მოსკოვში, რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა. რუსეთ-ბრიტანეთის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უარი თქვა 2006 წელს ლონდონში ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილის ექსტრადიციაზე, ლონდონში მის გასასამართლებლად. დღეს ჰეიგი პრეზიდენტ დმიტრი მედვედევსაც შეხვდა.
XS
SM
MD
LG