Accessibility links

logo-print

ნორვეგია გმობს ჩინელი ნობელიანტის მეუღლის წინააღმდეგ მიმართულ ზომებს


ნორვეგია ჩინეთს მოუწოდებს, გააუქმოს შეზღვუდები, რომლებიც მშვიდობის დარგში ნობელის წლევანდელი პრემიის ლაურეატის, ლიუ სიაობოს ცოლს დაუწესა. ეს მოწოდება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ნორვეგიელ დიპლომატებს არ მისცეს პეკინში სიაობოს მეუღლე ლიუ სიასთან შეხვედრის უფლება. ლიუ სია, ფაქტობრივად, შინა პატიმრობაში იმყოფება მას შემდეგ, რაც პარასკევს გაკეთდა განცხადება მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მისი მეუღლისთვის მინიჭების შესახებ.
XS
SM
MD
LG