Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებათა საკითხებში კრემლის ახალ მრჩევლად მიხაილ ფედოტოვი დაინიშნა


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა დაასახელა ახალი მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ადვოკატი მიხაილ ფედოტოვი. როგორც ფედოტოვმა უთხრა საინფორმაციო საგენტო ინტერფაქსს, ის ყურადღებას გაამახვილებს საზოგადოების გათავისუფლებაზე სტალინის დადებითი შეფასებებისაგან. ფედოტოვმა მისთვის მნიშვნელოვან თემებად დაასახელა ასევე პოლიციისა და სასამართლოს რეფორმა, ისევე როგორც ბავშვთა და ოჯახთა უფლებები. ადამიანის უფლებათა საკითხებში მრჩევლის პოსტზე ფედოტოვი შეცვლის ელა პამფილოვას, რომელიც ივლისში გადადგა, შიდაპოლიტიკური კურსის გაკრიტიკების შემდეგ.
XS
SM
MD
LG