Accessibility links

რუსეთმა პროვოკაციად შეაფასა საქართველოს გადაწყვეტილება ჩრდილოკავკასიელებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ


საქართველოს გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთათვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ, რუსეთმა პროვოკაციად შეაფასა. დღეს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეთა სხვადასხვა კატეგორიად დაყოფა ცივილიზებული ურთიერთობის ნორმებს ეწინააღმდეგება. ამასთან, მოსკოვში მიიჩნევენ, რომ თბილისის გადაწყვეტილებაში აშკარად ჩანს ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაციის სურვილი და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისადმი საქართველოს ხელისუფლების დესტრუქციული პოლიტიკიდან ყურადღების გადატანის მცდელობა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სწორედ საქართველოს ხელისუფლება აჭიანურებდა ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნას, მისი ამუშავების შემდეგ კი, ამ არხის გამოყენება არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის გადაწყვიტა. სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთს პრობლემა აქვს არა საქართველოსთან, არამედ სააკაშვილის რეჟიმთან, რომელიც დამშვიდებას არ აპირებს და საკუთარი მოქმედებებით ეძებს ახალ გამაღიზიანებელ ფაქტორებს, რასაც საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებითი პრობლემის მოტანა შეუძლია.
XS
SM
MD
LG