Accessibility links

აჰმადინეჟადმა ლიბანში ვიზიტი დაასრულა


ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, ლიბანში ოფიცილური ვიზიტი ისრაელთან საზღვრის ახლოს მდებარე რეგიონში ჩასვლით დაასრულა. ოთხშაბათს, აჰმადინეჟადი გამოვიდა განცხადებით, ირანი ლიბანის გვერდით იქნება, როგორც მან თქვა ისრაელის აგრესიასთან დაპირისპირების საქმეში. ის თავის გამოსვლაში თავს დაესხა ისრაელს.
აჰმადინეჟადის ვიზიტს ენთუზიაზმით შეხვდნენ ქვეყნის შიიტი მუსულმანები. თუმცა ბევრი სუნიტისა და ქრისტიანის შიშით, ირანისა და ჰისბოლას სურვილია, ქვეყანას თავს მოახვიონ თავიანთი ნება და შესაძლოა ლიბანი ისრაელთან კონფლიქტში ჩაითრიონ. აშშ-ს შეფასებით, ლიბანში აჰმადინეჟადის ვიზიტი მოწმობს, რომ ის განაგრძობს „პროვოკაციული ნაბიჯების“ გადადგმას.
XS
SM
MD
LG