Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცხეთაში სვეტიცხოვლობას ზეიმობენ


მცხეთაში დასრულდა სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა-ლოცვა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად აღავლინეს რამდენიმე ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებმა. წელს აღინიშნება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დაარსებიდან 1700 და განახლებიდან 1000 წლისთავი, რომლის გამოც საქართველოში იმყოფებიან იერუსალიმის, ელადის, ბულგარეთის, რუმინეთის, ჩეხეთის, უკრაინის, ალბანეთის, ამერიკისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების ღვთისმსახურები. სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვას საქართველოს ხელისუფლების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
XS
SM
MD
LG