Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ნატო თალიბანთან მოლაპარაკებას მხარს უჭერენ


აშშ-ის და ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ავღანეთის მთავრობის მცდელობას სამშვიდობო მოლაპარაკება გამართოს თალიბანთან. ბრიუსელში, ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატოს მზად არის მხარი დაუჭიროს თალიბანთან შესაძლებელ სამშვიდობო მოლაპარაკებას, მაგრამ გამორიცხავს ავღანელი მეამბოხეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების შეწყვეტას. მან თქვა, საერთაშორისო ჯარს სურს შერიგების მცდელობას „პრაქტიკული მხარდაჭერა“ გაუწიოს, მაგრამ, თალიბანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები უნდა გავაგრძელოთო. ამავე პრესკონფრენციაზე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰიდარი კლინტონმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონი „რაც უნდა დაჯდეს გააკეთებს,“ რათა მხარი დაუჭიროს ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის, მცდელობას, შეურიგდეს თალიბანის ზოგიერთ ელემენტს, მაგრამ აღიარებს, რომ ეს არის კომპლექსური მცდელობა და შეიძლება არ იმუშაოს. გეიტსის თქმით, შერიგება ავღანეთის მთავრობასა და თალიბებს შორის ავღანელებმა უნდა წარმართონ.
XS
SM
MD
LG