Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პრეზიდენტმა პეტერბურგთან ომში დაცემულთა სასაფლაო მოინახულა


გერმანიის პრეზიდენტმა, კრისტიან ვულფმა დღეს მეორე მსოფლიო ომის დროს, რუსეთში დაცემულ გერმანელ ჯარისკაცთა სასაფლაო მოინახულა. რუსეთში სახელმწიფო ვიზიტით ორშაბათს ჩასული ვულფი ეწვია პეტერბურგიდან 60 კილომეტრში მდებარე სოლოგუბოვკის სასაფლაოს, სადაც 80 ათასი გერმანელი ჯარისკაცია დაკრძალული. გერმანიის პრეზიდენტი ეწვია ასევე პეტერბურგის ჩრდილოაღმოსავლეთში მდებარე პისკარევსკის სასაფლაოს, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური ბლოკადის დროს, მაშინდელ ლენინგრადში დახოცილები განისვენებენ. ნაცისტურ ჯარებს ლენინგრადი 1941 წლის სექტემბრიდან 1944 წლის იანვრამდე ბლოკადის ქვეშ ჰყავდათ, რის დროსაც ასეულ ათასობით ადამიანი დაიხოცა. ვულფი შეხვდა თავის კოლეგა, რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს სამშაბათს და შემდეგ მატარებლით გაემართა პეტერბურგში.
XS
SM
MD
LG