Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანაკოევის განცხადებით, რუსი მესაზღვრეები ოკუპირებულ სოფელ პერევის დატოვებას აპირებენ


სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი სანაკოევის განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები დატოვებენ საჩხერის რაიონის სოფელ პერევს. როგორც სანაკოევმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა მიიღეს გადაწყვეტილება, პერევის ფარგლებს გარეთ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სიღრმეში გაიყვანონ მესაზღვრეები, რომლებიც იქ არიან განთავსებული. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საჩხერის რაიონის გამგებელ ზურაბ ცერცვაძეს. მისი განცხადებით, ამ დროისთვის რუსი სამხედროების დისლოკაცია არ შეცვლილა - ისინი კვლავინდებურად იმყოფებიან სოფელ პერევის შესასვლელთან.
XS
SM
MD
LG