Accessibility links

logo-print

პაკისტანში საჰაერო იერიშის შედეგად, სულ ცოტა, სამი სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს


პაკისტანის უშიშროების სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ამერიკული უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებული იერიშის შედეგად, სულ ცოტა, სამი სავარაუდო ექსტრემისტი დაიღუპა ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში. ოფიციალური პირების ცნობით, იერიში მიმართული იყო ავტომანქანის წინააღმდეგ სოფელში, რომელიც ქალაქ მარინშაჰის აღმოსავლეთით, 30-მდე კილომეტრში მდებარეობს. ეს რეგიონი პაკისტანში თალიბანისა და ალ-ყაიდის ექსტრემისტების მთავარ დასაყრდენად არის მიჩნეული.
XS
SM
MD
LG