Accessibility links

logo-print

პაკისტანი მზად არის, ხელი შეუწყოს ავღანეთში თალიბანთან შერიგების შესახებ მოლაპარაკებას


პაკისტანის განცხადებით, ის მზად არის ხელი შეუწყოს ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის შერიგებაზე მოლაპარაკებას. დღეს ბრიუსელში გამოსვლისას, პაკისტანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, შაჰ მეჰმუდ ყურეშიმ განაცხადა, რომ ისლამაბადის ინტერესებშია მშვიდობა და სტაბილურობა ავღანეთში. „ეს არის, პრინციპში, ავღანეთის ინიციატივა. მათ უნდა შეასრულონ წამყვანი როლი. ჩვენ დახმარების გაწევა შეგვიძლია. შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ამ პროცესს, რადგან გვსურს, სტაბილური მშვიდობიანი ავღანეთი ვიხილოთ. პაკისტანის ინტერესებშია სტაბილურობა და მშვიდობა ავღანეთში“, - განაცხადა პაკისტანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ეს გამოსვლა მოჰყვა ნატოსა და შეერთებული შტატების ოფიციალური პირების გუშინდელ განცხადებას, რომ მხარს უჭერენ ავღანეთის მთავრობის ძალისხმევას, სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს თალიბანთან. ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ალიანსი მზად არის, ასეთი მოლაპარაკებების მხარდასაჭერად, მაგრამ გამორიცხავს ავღანეთში ამბოხების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების შეწყვეტას.
XS
SM
MD
LG