Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ვენესუელას პირველ ატომურ ელექტროსადგურს აუშენებს


რუსეთმა ხელი მოაწერა ვენესუელასთან შეთანხმებას, ამ ქვეყანაში პირველი ატომური ელექტროსადგურის აშენების შესახებ. შეთანხმება მოსკოვში, ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესის ვიზიტის დროს გააფორმეს. რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, შეთანხმება ვენესუელას დაეხმარება თანამედროვე ენერგეტიკის განვითარებაში. ჩავესის თქმით კი, ვენესუელას სჭირდება, შეამციროს თავისი დამოკიდებულება ნავთობსა და გაზზე. მან მადლობა გადაუხადა რუსეთს ახალი ტექნოლოგიების სფეროში დახმარებისთვის. ჩავესი დღესვე ხვდება პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს. ვენესუელის პრეზიდენტს ბოლო სამი წლის მანძილზე, სულ ცოტა, 5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი აქვს შეძენილი რუსეთისაგან.
XS
SM
MD
LG