Accessibility links

logo-print

საქართველოში ისრაელის ორი მოქალაქე დააკავეს


ქრთამის შეთავაზების ბრალდებით საქართველოში დააკავეს ისრაელის ორი მოქალაქე - ბიზნესმენები ფუქსი და ფრენკელი. შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ ქრთამის სახით, შვიდი მილიონი დოლარი შესთავაზეს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ხარაიძეს და სანაცვლოდ ითხოვდნენ, საქართველოს მთავრობას არ გაესაჩივრებინა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მათ სასარგებლოდ თბილისს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. ბიზნესმენების დაკავების შესახებ ოფიციალურადაა ინფორმირებული საქართველოში ისრაელის საელჩო.
XS
SM
MD
LG