Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ირაკლი ოქრუაშვილს დააპატიმრებენ


თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში დააპატიმრებენ. შსს-ს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ქართულ საინფორმაციო სააგენტოებს დღეს განუცხადა, რომ ოქრუაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ იძებნება და დაუსწრებლად მისჯილი აქვს 11-წლიანი პატიმრობა. უტიაშვილის თქმით, საქართველოში დაბრუნებით ოქრუაშვილი სამართალდამცავებს დაეხმარება. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სამშობლოში უახლოეს ხანში დაბრუნება ხუთშაბათს საღამოს, ტელეკომპანია "მაესტროსთან" ინტერვიუში არ გამორიცხა.
XS
SM
MD
LG