Accessibility links

logo-print

საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრულ დეოკუპაციას მოითხოვს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საჩხერის რაიონის ოკუპირებულ სოფელ პერევიდან რუსული სამხედრო ნაწილების გასვლას, რომელიც დადებითად იმოქმედებს ადგილობრივ მოსახლეობაზე, უნდა მოჰყვეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრული დეოკუპაცია. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ამ რეგიონებში კვლავ დისლოცირებულია რუსეთის ათი ათასზე მეტი სამხედრო, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობის საერთაშორისო პრინციპებს და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას.
XS
SM
MD
LG