Accessibility links

logo-print

პაკისტანში თავდასხმა მოეწყო ნატოს ჯარების მოსამარაგებლად მიმავალ სატვირთო მანქანაზე


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა განახორციელეს სატვირთო ავტომანქანაზე, რომელიც მეზოებლ ავღანეთში ნატოს ჯარების მოსამარაგებლად მიეშურებოდა. დაიღუპა ორი ადამიანი - მძღოლი და მისი თანაშემწე. იუწყებიან აგრეთვე, რომ თავდამსხმელებმა ცეცხლი წაუკიდეს ავტომანქანას. ოფიციალური ინფორმაციით, იერიში მოეწყო ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარე ხიბერის რაიონში. ამ იერიშამდე რამდენიმე დღით ადრე, პაკისტანმა ისევ გახსნა მთავარი სასაზღვრო საგუშაგო ავღანეთთან საზღვარზე.
XS
SM
MD
LG