Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ იმედგაცრუებულია ისრაელის გეგმით, ააშენოს აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალი სახლები


აშშ-მა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ისრაელის გეგმით, ააგოს ახალი საცხოვრებელი სახლები აღმოსავლეთ იერუსალიმში. სახელმწიფო დეპარტამენტი თვლის, რომ ეს ძირს უთხრის ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების გაგრძელების მცდელობას. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ფილიპ კროულიმ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკების გაგრძელების მცდელობას. ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ გუშინ დაამტკიცა აღმოსავლეთ იერუსალიმში 238 ახალი ბინის მშენებლობა. პალესტინელთა წარმომადგენელმა, საებ ერაკატმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი აჩვენებს, ისრაელი აპირებს „მოკლას“ ყოველგვარი შესაძლებლობა სამშვიდობო მოლაპარაკების გაგრძელებისაო.
XS
SM
MD
LG