Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი მოლაპარაკებებში მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს


პაკისტანი აცხადებს, რომ მზად არის მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებაში ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის. თუმცა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრ შაჰ მეჰნუდ ყურეშის თქმით, მოლაპარაკება თავად ავღანეთმა უნდა წარმართოს. პარალელურად, ამერიკელი გენერლის, ავღანეთში აშშ-სა და ნატოს ძალების ხელმძღვანელის, დევიდ პეტრეუსის თქმით, ნატოს ძალებმა წვლილი შეიტანეს იმაში, რომ თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი უსაფრთხოდ ჩასულიყო ქაბულში, მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიზნით. პეტრეუსის თქმით, ავღანეთის და მასთან დაკავშირებული სხვა ქვეყნების მთავრობებს ბოლო პერიოდში თალიბანის რამდენიმე ლიდერი დაუკავშირდა, თუმცა პეტრეუსი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა.
XS
SM
MD
LG