Accessibility links

logo-print

აშშ-ს საჰაერო თავდასხმას პაკისტანში ცხრა პირი ემსხვერპლა


იუწყებიან, რომ პაკისტანში აშშ-ს მიერ მიტანილ საჰაერო იერიშს ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი 9 პირი ემსხვერპლა. პაკისტანის უშიშროების სტრუქტურების წარმომადგენლების ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავმა მიზანში ამოიღო ავღანეთის საზღვართან ახლოს, თემურ რეგიონში მდებარე ორი სოფელი. ბოლო ორი თვის განმავლობაში აშშ-მ მკვეთრად გაზარდა პაკისტანის სასაზღვრო რეგიონზე ექსტრემისტების წინააღმდეგ საჰაერო იერიშების რაოდენობა. ოფიციალურად პაკისტანი ამ პროგრამის წინააღმდეგ გამოდის, თუმცა, გავრცელებული ვარაუდით, ის მას საიდუმლოდ მხარს უჭერს.
XS
SM
MD
LG