Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში მუშა-მოსამსახურეები საპენსიო ასაკის გაზრდას აპროტესტებენ


საფრანგეთის მუშა-მოსამსახურეები ქუჩებში აქციებს მართავენ და აპროტესტებენ მთავრობის ინიციატივას, მინიმალური საპენსიო ასაკი 62 წლამდე გაიზარდოს. გაფიცვების გამო გაჩერებულია საწვავის გადასამუშავებელი ქარხნები, რის გამოც შესაძლოა პარიზის აეროპორტი საწვავის გარეშე დარჩეს. პროფკავშირების ვარაუდით, საფრანგეთის დიდი ქალაქების ქუჩებში მილიონობით მუშა-მოსამსახურე გავა, მათ მხარდამჭერ სტუდენტებთან ერთად. ამჟამად მინიმალური საპენსიო ასაკი 60 წელია, თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას ძვირად უჯდება და მინიმალური ასაკის გაზრდის ინიციატივით გამოდის.
XS
SM
MD
LG