Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი: ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხში რუსეთი უნდა ჩაერთოს


გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია გააგრძელებს მცდელობას, რათა რუსეთი თანდათანობით ჩაერთოს ევროპის ერთობლივი უსაფრთხოების არქიტექტურის პროცესში. ყოველკვირეულ გამოსვლაში მერკელმა თქვა, რომ ამ მიმართულებით მუშაობას გაააქტიურებს მომავალ თვეში, ლისაბონში დანიშნული ნატოს სამიტის წინ, ვინაიდან „ცივი ომი სამუდამოდ დასრულდა“; თუმცა მან იქვე დასძინა: „ცხადია, ამგვარმა პარტნიორობამ არანაირი საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანს-ატლანტიკურ თანამშრომლობასო“. გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი მონაწილეობას მიიღებს ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრაში, რომელიც უკავშირდება 19 და 20 ნოემბერს ლისაბონში დანიშნულ, საკუთრივ ალიანსის სამიტს.
XS
SM
MD
LG