Accessibility links

logo-print

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი დააკავა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ედვარდ სურმანიძე, და კიდევ ორი პირი, გერმანელი ინვესტორის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ეჭვით. 16 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში სამინისტრო ამბობს, რომ დაკავებულებმა „საქართველოში ჩამოსულ გერმანელ ინვესტორს, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, დაშინებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდნენ 270 000 ამერიკული დოლარის გადახდას. დანაშაული ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.“ 1995-2008 წლებში სურმანიძე პარლამენტის სამი მოწვევის წევრი იყო და ვიცე-სპიკერისა და კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობებზეც მუშაობდა. თავდაპირველად სურმანიძე დეპუტატი გახდა აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის პარტია "აღორძინების" სიით, შემდგომ მან ედუარდ შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირში გადაინაცვლა, ხოლო მოგვიანებით - ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების პარტიულ ბლოკში.
XS
SM
MD
LG