Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი პასუხობს ევროკავშირის პრეტენზიებს ბოშათა საკითხის გამო


საფრანგეთი აცხადებს, რომ მზად არის შეცვალოს თავისი კანონების ნაწილი, ევროკომისიის იმ პრეტენზიების პასუხად, რომლებიც მოჰყვა საფრანგეთის მთავრობის მიერ ბოშების გაძევებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი უმცირესობის ქვეყნიდან გაძევების გამო ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოსთან საფრანგეთს მწვავე კონფლიქტი შეექმნა. 27-წევრიან ბლოკში გადაადგილების თავისუფლების ევროკავშირის დირექტივების სრულად ამოქმედებისთვის ევროპის კომისიამ საფრანგეთს პარასკევს, შუაღამემდე მისცა ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი საფრანგეთს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.
XS
SM
MD
LG