Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში საპენსიო ასაკის გაზრდა ასიათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა


საფრანგეთის მუშა-მოსამსახურეებმა დღეს საპროტესტო აქციები გამართეს მთავრობის ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც მინიმალური საპენსიო ასაკის გაზრდას 62 წლამდე ითვალისწინებს. პოლიციის ინფორმაციით, შაბათს პარიზის ქუჩებში 50,000 დემონსტრანტი იყო გასული. პროფკავშირები კი აცხადებენ, რომ მათი რაოდენობა 300,000-ს აჭარბებდა. ასიათასობით ადამიანი გავიდა საფრანგეთის სხვა ქალაქების ქუჩებშიც. გაფიცვები საწვავის გადასამუშავებელი ქარხნების გაჩერებას იწვევს - რის შედეგადაც შესაძლოა პარიზის აეროპორტი საწვავის გარეშე დარჩეს. ამჟამად მინიმალური საპენსიო ასაკი 60 წელია, თუმცა მთავრობა ამბობს, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას ძვირი უჯდება, და საპენსიო ასაკის გაზრდის ინიციატივით გამოდის.
XS
SM
MD
LG