Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: ბირთვულ საკითხებზე ირანთან მოლაპარაკება 15 - 18 ნოემბერს უნდა განახლდეს


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი გამოვიდა ინიციატივით, მომავალ თვეში განახლდეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსა და ირანს შორის ამჟამად შეჩერებული მოლაპარაკება, თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, ეშტონი მოლაპარაკების გამართვისთვის 15-დან 18 ნოემბრამდე პერიოდს ასახელებს. ეშტონის მიერ ხუთშაბათს გამოთქმულ ინიციატივას - რომ მოლაპარაკებები ვენაში გაიმართოს - თეირანი დადებითად შეხვდა. დიალოგი, რომელიც ერთი მხრივ ირანს, მეორე მხრივ კი ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, აშშ-სა და გერმანიას შორის მიმდინარეობს, 2009 წლის 1 ოქტომბრის ჟენევის შეხვედრის შემდეგ შეჩერებულია.
XS
SM
MD
LG