Accessibility links

იტალიის თავდაცვის მინისტრი: 2011 წელს ჰერატს ავღანელები გააკონტროლებენ


იტალიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 2011 წლის ბოლოს ავღანეთის ქალაქ ჰერატზე კონტროლს თავად ავღანელები დაამყარებენ. იგნაზიო ლა რუსა ამ განცხადებით მილანში, ამერიკელ გენერალ დევიდ პეტრეუსთან შეხვედრის შემდეგ გამოვიდა. „ჩვენი მიზანია ეს ტერიტორია ავღანეთის მთავრობასა და არმიას დავუბრუნოთ, რათა მათ გააგრძელონ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და წამოიწყონ ამ ტერიტორიის ნორმალიზების პროცესი“, - განაცხადა მან. ამასთან, ლა რუსას თქმით, იტალიამ გადაწყვიტა ავღანეთში მივლენილი საკუთარი კონტინგენტი წლის ბოლომდე 4,000 ჯარისკაცამდე გაზარდოს. ამჟამად ნატოს მეთაურობით მოქმედ ძალებში დაახლოებით 2,800 იტალიელი სამხედრო მსახურობს.
XS
SM
MD
LG