Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში სასამართლომ გირაოთი არ გაათავისუფლა ქრთამის მიცემის ბრალდებით დაკავებული ისრაელის მოქალაქეები


თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა გირაოთი გაეთავისუფლებინა ისრაელის ორი მოქალაქე, რომლებიც 14 ოქტომბერს ბათუმში დააკავეს, საქართველოს მაღალჩინოსნის მოქრთამვის მცდელობის ეჭვით. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ისრაელელი ბიზნესმენი, რონ ფუქსი - რომელსაც საქართველოსთან მრავალმილიონიანი დავა აქვს - და მისი პარტნიორი, ასევე ისრაელის მოქალაქე, მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ავთანდილ ხარაძეს, ქრთამის სახით 7 მილიონ აშშ დოლარს სთავაზობდნენ. პროკურატურის თანახმად, ამ ქრთამით ისინი საქართველოს ხელისუფლების დაყოლიებას ცდილობდნენ, რათა მას არ გაესაჩივრებინა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება - რომელმაც საქართველოს სახელმწიფოს ფუქსის და მისი ბერძენი ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ 98.1 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. ქართველი სამართალდამცავები ამავე საქმესთან დაკავშირებით ბერძენ ბიზნესმენსაც ეძებენ.
XS
SM
MD
LG