Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმადინეჟადი ბირთვული პროგრამის შესახებ დასავლეთთან მოლაპარაკების განახლების მომხრეა


ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით, მისი ქვეყნის ბირთვული პროგრამის შესახებ თეირანთან მოლაპარაკების გამართვის გარდა, დასავლეთს სხვა გზა არ აქვს. ამ განცხადებით, რომელიც ირანის ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ არდებილში გაკეთდა, აჰმადინეჟადი გამოეხმაურა 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ შეწყვეტილი მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივას. „ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ირანთან ლაპარაკი საუკეთესო გზა იყო“, - თქვა მან პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაცემულ გამოსვლაში და დასძინა - „თქვენ სხვა გზა არ გაქვთო“. ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების ინიციატივით, ირანმა აშშ-სთან, ბრიტანეთთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან, რუსეთთან და გერმანიასთან მოლაპარაკება 15 - 18 ნოემბერს უნდა განაახლოს.
XS
SM
MD
LG