Accessibility links

ინდოეთში ტაძარში მომხდარ ჭყლეტას 10 ადამიანი ემსხვერპლა


პოლიციის ინფორმაციით, ინდოეთის ჩრდილოეთში, ხალხით გადაჭედილ ტაძარში მომხდარ ჭყლეტას სულ მცირე 10 ადამიანი შეეწირა. ბიჰარის რეგიონის სოფელ ტილდიჰის ტაძარში დახლოებით 20,000 ადამიანი იყო მისული ქალღმერთ დურგას წინაშე სალოცავად, ინდუისტური დღესასწაულის, ნავრატრის ბოლო დღეს. დაღუპულებს შორის ოთხი ქალი და ექვსი კაცია. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული.
XS
SM
MD
LG