Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კათოლიკეებს პირველი ავსტრალიელი წმინდანი ჰყავთ


რომის პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ წმინდანად პირველი ავსტრალიელი - მერი მაკილოპი შერაცხა. მსახურების დროს ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე დაახლოებით 50 ათასი მორწმუნე შეიკრიბა. პარალელურად, სიდნეიში, მაკილოპის საფლავთან დაახლოებით 10 ათასი კათოლიკე იყო თავშეყრილი. მერი მაკილოპი 1909 წელს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან მთელი ცხოვრება დაუთმო ავსტრალიის მიყრუებულ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის განათლების მიცემას. ამასთან, ის ქვეყნის პირველი რელიგიური გაერთიანების დამაარსებელი იყო. მას მიაწერენ რამდენიმე სასწაულის მოხდენას - მათ შორის ორი ვატიკანის მიერ არის აღიარებული. რომის პაპმა კიდევ ოთხი ქრისტიანის კანონიზაცია მოახდინა - კანადელის, პოლონელის, ესპანელისა და იტალიელის.
XS
SM
MD
LG