Accessibility links

logo-print

ირანმა ამერიკელი ბიზნესმენი 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა


ირანის მთავრობამ გაათავისუფლა ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც თეირანში ორ წელიწადზე მეტხანს იჯდა ციხეში, ძალადობრივ ოპოზიციურ ჯგუფთან კავშირის ბრალდებით. ბიზნესმენის - 71 წლის რეზა თაღლავის - ადვოკატმა, პიერ პროსპერმა, განაცხადა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს არაფერი უღიარებია და თავს კვლავაც უდანაშაულოდ მიიჩნევს. როგორც ვარაუდობენ, თაღლავი აშშ-ში მომავალ კვირაში დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG