Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში არჩევნებს თან ძალადობა ახლდა


პაკისტანის ყველაზე დიდ ქალაქში, კარაჩიში ჩატარებული არჩევნები ძალადობის ფონზე წარიმართა. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა სულ მცირე 25 ადამიანი, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების მიუხედავად. ძალადობა ღამით დაიწყო, ქალაქის ურდუზე მოლაპარაკე უმრავლესობასა და პაშტოზე მოსაუბრე უმცირესობას შორის. არჩევნები სინდჰის პროვინციის საკრებულოს იმ ერთი ადგილისთვის იმართებოდა, რომელიც უწინ აგვისტოში მოკლულ პოლიტიკოსს, რასა ჰაიდერს ეკავა.
XS
SM
MD
LG