Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, პერევიდან რუსი მესაზღვრეების გასვლის პროცესი დაიწყო


რუსეთის მესაზღვრეებმა საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან გასვლის პროცესი დაიწყეს და სამორიგეო ჯიხურიდან ინვენტარი გაიტანეს. ამასთან, მათ უკვე მოხსნეს ორივე შლაგბაუმი სოფლის შესასვლელთან - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ადგილობრივმა მოსახლეობამ აუწყა. პერევის რუსეთის პოსტიდან სამხედროების გასვლის დაწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ქართული მხარისთვის ცნობილია პერევის რუსულ პოსტზე მოსახლეობის კონტროლის რეჟიმი შესუსტების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ სამხედროების საბოლოოდ გასვლის ზუსტი თარიღი უცნობია.
XS
SM
MD
LG