Accessibility links

logo-print

უშიშროების კერძო სამსახურის რვა ავღანელი თანამშრომელი მოკლეს თავდასხმისას


სავარაუდოდ, თალიბი მეამბოხეების თავდასხმისას უშიშროების საგუშაგოზე, სამხრეთ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, წუხელ უშიშროების სამსახურის რვა კერძო ავღანელი თანამშრომელი მოკლეს. პროვინციის ხელმძღვანელობის თანახმად, სროლისას სულ მცირე, ორი გუშაგი დაშავდა და ერთი თალიბი იქნა მოკლული. საგუშაგო იცავდა ფირმას, რომელიც აშენებს პროვინციის დედაქალაქ ლაშქარგაჰის და არასტაბილური, სანგინის ოლქის შემაკავშირებელ გზას. თალიბების განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ 16 გუშაგი მოკლეს. ნატოს ჯარების ინფორმაციით, კვირას, ყანდაარის პროვინციაში, კვირას დაკავებული პირი თავის საკანში მკვდარი ნახეს. გამოძიება მიმდინარეობს, სხვა დეტალები ალიანსს არ გაუვრცელებია,
XS
SM
MD
LG