Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერ-მინისტრი ირანში ჩავიდა


ერაყის პრემიერ-მინისტრი, ნურ ალ მალიქი, დღეს ირანში ჩავიდა. მას სამშობლოში თანამდებობის მეორე ვადით შენარჩუნებისთვის ბრძოლა უწევს. ირანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას, ის იმსჯელებს ერაყის წლევანდელი არჩევნების შემდგომი ვითარების გარშემო. ალ მალიქის ბრძოლა უწევს პრემიერის თანამდებობისთვის მეტოქესთან, ყოფილ პრემიერ ლიად ალაუისთან. 7 მარტის არჩევნებში, ალ მალიქის შიიტური გაერთიანება, მცირე უპირატესობით დაამარცხა ალაუის პოლიტიკურმა ბლოკმა, რომელსაც სუნიტები უჭერენ მხარს. ამის მიუხედავად, ალ მალიქიმ მოახერხა საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნება. ალაუიმ, თვითონ შიიტმა, არაერთხელ დასდო ბრალად ირანს კოალიციის გარშემო ერაყში მიმდინარე მოლაპარაკებაში ჩარევა. კვირას მან თქვა, რომ ირანი ერაყის რომელიმე ფრაქციას არ უნდა უჭერდეს მხარს ან ეხმარებოდეს. მანვე დაადანაშულა ირანი მთელი ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზებაში და თქვა, რომ რეგიონი ირანის მიერ დაფინანსებული ექსტრემისტული ჯგუფების „მსხვერპლი გახდა“.
XS
SM
MD
LG