Accessibility links

logo-print

ვენესუელის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა


ვენესუელის პრეზიდენტი, უგო ჩავესი უკრაინაში ჩავიდა. ეს ქვეყანა რიგით მესამეა მისი საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში. ჩავესმა მოლაპარაკება გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან და სტუმრობდა „ანტონოვის“ საავიაციო ქარხანას. შაბათ-კვირას, ჩავესი, მინსკში, ბელორუსიის ხელისუფლებს დაპირდა, რომ 2011 წლიდან, სამი წლის განმავლობაში მიაწვდის ამ ქვეყანას 30 მილიონ ტონა ნავთობს. შეთანხმების მოცულობა 19 მილიარდი დოლარია. პარასკევს მოსკოვში ყოფნისას, ჩავესმა მოსკოვთან გაფორმა შეთანხმება თავის ქვეყანაში პირველი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ. ჩავესი ამ ტურნეს ფარგლებში ეწვევა ირანს, სირიას და პორტუგალიას.
XS
SM
MD
LG