Accessibility links

logo-print

ჟურნალი „ნიუზუიკი“ რუსულ ენაზე აღარ გამოვა


ჟურნალ „ნიუზუიკის“ რუსულენოვანი გამოცემა შეწყდება მას მერე, რაც დღეს ბოლო ნომერი გამოვიდა. ამის შესახებ იუწყება გერმანიის გამომცემლობა, რომელმაც საფუძვლად „ეკონომიკური მიზეზი დაასახელა“. ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, მიხაილ ფიშმანმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ რედაქციას მოუწია ხარჯების შემცირება, სარეკლამო განცხადებების ნაკლებობის გამო. ფიშმანი მოელოდა, რომ სირთულეები დროებითი იქნებოდა, მაგრამ გამომცემლობას სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

„აქსელ შპრინგერ ფერლაგი“ 2004 წლიდან გამოსცემდა რუსულენოვან „ნიუზუიკს“ „ნიუზუიკ ინკორპორეიტიდთან“ დადებული სალიცენზიო შეთანხმებით. ჟურნალი ხშირად იყო კრემლის მიმართ კრიტიკული და მოიპოვა პატივისცემა სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე გამოქვეყნებული წერილების გამო. „აქსელ შპრინგერ ფერლაგი“ განაგრძობს „ფორბისის“ და სხვა რუსულენოვანი ჟურნალების გამოცემას.

XS
SM
MD
LG