Accessibility links

logo-print

კვირას ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზალმაი რასული თბილისში იმყოფებოდა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ კვირას თბილისში იმყოფებოდა ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზალმაი რასული. სამინისტროს ცნობით, რასულის თვითმფრინავმა ”ტექნიკური დაშვება განახორციელა” თბილისის აეროპორტში, სადაც მას დახვდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ასათიანი. სამინისტრო იუწყება, რომ დიპლომატებმა რეგიონულ პრობლემებსა და საქართველო-ავღანეთის ურთიერთობის განვითარების პერსპექტივაზე აეროპორტის ტერიტორიაზე ისაუბრეს.
XS
SM
MD
LG