Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში დაიწყო შეხვედრა ბიოლიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების გარშემო


გაეროს ეგიდით იაპონიაში დაიწყო შეხვედრა, რომლის მიზანია ბიოლოგიური მრავლფეროვნების გარშემო არსებული კრიზისის დაძლევის გზების მოძებნა. 12 დღიანი შეხვედრაში მონაწილეობენ იმ 190 ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც გაერთიანებული არიან გაეროს კონვენციაში ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ. ექსპერტები სკეპტიკურად არიან განწყობილი, რომ შეხვედრა მიზანდასახული საერთაშორისო შეთანხმებით დასრულდება. გაეროს თანახმად, მსოფლიომ ვერ მოახერხა მიეღწია 2002 წელს დასახული მიზნისთვის, მნიშვნელოვნად შეეჩერებინა სახეობების შემცირება 2010 წლისთვის. ბიოლოგების თანახმად, სახეობათა გაქრობა ბუნებრივ პროცესზე ათასჯერ უფრო სწრაფად ხდება.
XS
SM
MD
LG