Accessibility links

logo-print

ანჯელინა ჯოლიმ ბოსნიაში ფილმის გადაღების უფლება დაიბრუნა


ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ანჯელინა ჯოლიმ ბოსნიის ხელისუფლებისგან კვლავ მიიღო ბოსნიაში ფილმის გადაღების უფლება. ფილმი, რომელიც ჯოლის სარეჟისორო დებიუტი იქნება, ბოსნიის 1992-95 წლების ომის დროის სასიყვარულო ისტორიაა სერბ კაცსა და ბოსიელ გოგონას შორის. ჯოლისთვის ადრე მინიჭებული უფლება, გადაღებები ეწარმოებინა სარაევოში და ქალაქ ზენიცაში, ამასწინათ გააუქმეს მას მერე, რაც ასოციაცია „ქალები ომის მსხვერპლმა“, ფილმის შინაარსი არ მოიწონა. გადაწყვეტილება ეფუძნებოდაა ხმებს, რომ ფილმი სასიყვარულო ისტორიაა, ბოსნიელი გოგონას და სერბის კაცს შორის, რომელმაც ის გააუპატიურა ბოსნიის ომის დროს, 1991-1995 წლებში. კულტურის სამინისტრომ ფილმის გადაღების უფლება წერილობით დაუბრუნა ჯოლის მას მერე, რაც გაეცნო სცენარს. გადაღებები ნოემბერში იწყება.
XS
SM
MD
LG